ცნობარები
სახელმძღვანელოები
ბიოგრაფიული პროზა
სხვადასხვა
საბავშვო წიგნები

აი, როგორ და რატომ

რადიარდ კიპლინგი
თარგმანი: ნელი საყვარელიძე
                 თამარ ჯაფარიძე

კატეგორია: საყმაწვილო ლიტერატურა
ფორმატი: 16,5 X 21,0 
გვერდების რაოდენობა: 64
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2006
ISBN  99940-62-67-0
 
მყავს ექვსი მსტოვარი, ექვსი მეგობარი, ექვსივე ათასგან მიქრის და მოქრის. ჰქვიათ სახელები ფრიად უცნაური:ვინ? რა? სად? რატომ? როგორ? და... როდის? წიგნში შესული სამი ზღაპრის - "რატომა აქვს მარტორქას ნაოჭიანი ტყავი", "ამბავი პეპელასი, რომელმაც ფეხი დააბაკუნა" და "როგორ გაუჩნდა სპილოს ხორთუმი".

ზღაპარი მეფის მკვდარი ასულისა და შვიდი დევგმირისა 

ალექსანდრე პუშკინი

კატეგორია: საყმაწვილო ლიტერატურა
ფორმატი: 16,0 X 21,0 
გვერდების რაოდენობა: 48
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2006
ISBN  99940-62-68-9

გენიალური რუსი მწერლის ალექსანდრე პუშკინის პოემა-ზღაპარი გადმოქართულებული არჩილ სულაკაურის მიერ.

თავნება ბაჭიები

არჩილ სულაკაური

კატეგორია: საბავშვო ლიტერატურა
სერია: ნატვრის ხე
ფორმატი: 21,0 X 24,5 
გვერდების რაოდენობა: 16
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2007
ISBN  978-99940-915-4-6

არჩილ სულაკაურის ორი პატარა საბავშვო პოემა - "თავნება ბაჭიები" და "რატომ გასკდა ბაჭიების ბურთი" - ქართველი ბავშვების საყვარელი წიგნებია. ამ წიგნებით პატარებს უყვარდებათ ბაჭიების - ცქვიტოს და მარდოს პატარ-პატარა ამბები და დიდი ხალისით და ადვილად სწავლობენ პოემებს ზეპირად.

ოლი ნილი ბედნიერია - ფერების წიგნი

ბეატე და მიხაელ შობერები

კატეგორია: საბავშვო ლიტერატურა
სერია: ნატვრის ხე
ფორმატი: 21,0 X 28,0 
გვერდების რაოდენობა: 32
ყდა: მაგარი
გამოცემის თარიღი: 2008
ISBN  978-9941-9025-3-6

რა ფერისაა ბედნიერება? პატარა ქალბატონი ბეჰემოთი ბედნიერებას დაეძებს - რომელი ფერი გაახარებს ოლი ნილს? ბავშვები ოლი ნილთან ერთად დაეძებენ ბედნიერებას და სწავლობენ ფერებს.
მხიარული და ნაირფერი წიგნი პატარებისათვის თარგმნა გიგი სულაკაურმა.

შობის ღამე

სელმა ლაგერლეფი

კატეგორია: საბავშვო ლიტერატურა
სერია: ნატვრის ხე
ფორმატი: 21,0 X 24,5 
გვერდების რაოდენობა: 16
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2008
ISBN  978-9941-9025-6-

ერთი ზღაპარი შვედი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის - სელმა ლაგერლეფის წიგნიდან "ლეგენდები ქრისტეზე". თარგმანი სალომე მაკარიძისა.

რატომ გასკდა ბაჭიების ბურთი

არჩილ სულაკაური

კატეგორია: საბავშვო ლიტერატურა
სერია: ნატვრის ხე
ფორმატი: 21,0 X 24,5 
გვერდების რაოდენობა: 16
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2008
ISBN  978-9941-9025-0-5

არჩილ სულაკაურის ორი პატარა საბავშვო პოემა - "თავნება ბაჭიები" და "რატომ გასკდა ბაჭიების ბურთი" - ქართველი ბავშვების საყვარელი წიგნებია. ამ წიგნებით პატარებს უყვარდებათ ბაჭიების - ცქვიტოს და მარდოს პატარ-პატარა ამბები და დიდი ხალისით და ადვილად სწავლობენ პოემებს ზეპირად.

სააღდგომო ზღაპარი - სტიკერებიანი წიგნი

ხათუნა თოდუა

კატეგორია: საბავშვო ლიტერატურა
ფორმატი: 21,0 X 24,5 
გვერდების რაოდენობა: 16
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2008
ISBN  978-99940-915-9-1

პატარა გულუბრყვილო გოჭუნას სახალისო სააღდგომო თავგადასავალი.

ოქროს ბატი

ძმები გრიმები
თარგმნა ხათუნა თოდუამ.

კატეგორია: საბავშვო ლიტერატურა
სერია: ნატვრის ხე
ფორმატი: 21,0 X 24,5
გვერდების რაოდენობა: 16
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2008
ISBN 978-9941-9025-5-0


ძმები გრიმების ცნობილი ზღაპრის ახალი თარგმანი არაჩვეულებრივი ილუსტრაციებით.  

ლექსები

მაყვალა მრევლიშვილი

კატეგორია: საბავშვო ლიტერატურა
სერია: ნატვრის ხე
ფორმატი: 21,0 X 27,5 
გვერდების რაოდენობა: 32
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2010
ISBN  978-9941-9025-7-4

ბავშვობა გადის, ბავშვობისდროინდელი საყვარელი ლექსების სითბო კი დიდხანს მიჰყვება ადამიანს. მაყვალა მრევლიშვილის მშვენიერი ლექსებით ახლა უკვე ჩვენი შვილები და შვილიშვილები გაეცნობიან სამყაროს. 

ადამისა და ევას დღიურები და სხვა მოთხრობები

მარკ ტვენი

კატეგორია: თარგმნილი პროზა
ფორმატი: 12,0 X 19,0 
გვერდების რაოდენობა: 104
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2007
ISBN  978-99940-915-6-0

დიდებისა თუ პატარებისთვის ერთნაირად საყვარელი ამერიკელი კლასიკოსის - მარკ ტვენის მოთხრობები თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა. 

თუთი-ნამე

ინდური წარმომავლობის სპარსული ძეგლის თარგმანი ეკუთვნის მაგალი თოდუას.

კატეგორია: საყმაწვილო ლიტერატურა
ფორმატი: 17,5 X 24,0 
გვერდების რაოდენობა: 48
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2008
ISBN  978-99940-915-8-4


"თუთი-ნამე" ("თუთიყუშის წიგნი") ინდური წარმომავლობის სპარსული ძეგლია. იგი ერთი ძირითადი ამბის ჩარჩოთი აერთიანებს მრავალ მოთხრობას, რომელსაც თუთიყუში უყვება ვაჭრის ახალგაზრდა ცოლს. 

ძალიან მაგარი ფეხბურთელი ბიჭები - თავდამსხმელი ლეონი

იოახიმ მასანეკი
თარგმნა ანა კორძაია-სამადაშვილმა. 

კატეგორია: თარგმნილი საყმაწვილო პროზა
ფორმატი: 12,5 X 19,0 
გვერდების რაოდენობა: 152
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2007
ISBN  978-99940-915-1-5

შვიდი მეგობარი, რომლებისთვისაც სიცოცხლე და ფეხბურთი თანაბრად ძვირფასია, სააღდგომო არდადეგების დროს სულმოუთქმელად ელის კარგ ამინდს - ეს ხომ საფეხბურთო სეზონის გახსნის ნიშანი იქნება. მაგრამ თოვლის გადნობისთანავე მათ მოედანს სქელი მიხი და მისი დაუმარცხებელი გამარჯვებულები ეუფლებიან. მაგარი ბიჭები მათ არ ეპუებიან. ისინი მოწინააღმდეგეს ბრძოლაში იწვევენ - მოედანი ამ გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვებულს უნდა დარჩეს. მაგრამ როგორ უნდა მოუგონ ამ ჯანიან და თან მათზე უფროს ბიჭებს?! ლეონი ყველას გამარჯვების იმედს უღვივებს და ისინი პოულობენ ვილის, ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელს, რომელიც მათ წვრთნას იწყებს. მაგარი ფეხბურთელი ბიჭები გამარჯვებისთვის იბრძვიან.

ძალიან მაგარი ფეხბურთელი ბიჭები - ქარბორბალა ფელიქსი

იოახიმ მასანეკი
თარგმნა ანა კორძაია-სამადაშვილმა.

კატეგორია: თარგმნილი საყმაწვილო პროზა
ფორმატი: 12,5 X 19,0 
გვერდების რაოდენობა: 152
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2007
ISBN  978-99940-915-2-2

ფელიქსს ახალი კლასელი ჰყავს - როკე, ბრაზილიური ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავის შვილი. თავიდან ფელიქსი უნდობლად უყურებს ქედმაღალ თანაკლასელს, რომელსაც ყველა აღფრთოვანებით ხვდება. მაგრამ როკე ფელიქსს დაარწმუნებს იმაში, რომ ის ძალიან მაგარი ფეხბურთელიცაა და მხოლოდ მაგარი ბიჭების გუნდში უნდა თამაში. ერთ მშვენიაე დღეს როკე ვარჯიშზე არ გამოცხადდება - მამამისი მას ქუჩის ფეხბურთის გუნდის წევრობას უკრძალავს. მისმა ვაჟმა მხოლოდ  "ბაიერნში" უნდა ითამაშოს! მაგარი ბიჭები გაცხარდებიან, მაგრამ მერე ყველაფერი მოგვარდება: იწერება გუნდის წესდება, შეკვეთილია ფორმები და მაგარი ვარჯიშიც იწყება - ძალაინ მაგარი ბიჭები გამოწვევას უგზავნიან "ბაიერნს".